სოციალური ქსელის მომხმარებელი, ჯენი ბურჯანაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“საქმე იმაზე უფრო რთულად არის, ვინემ ჩვენ გვგონია. მოკლედ, თითო კორპუსს რომ თითო აგიტატორ-მოენე ჰყავს, ამას წყალი არ გაუვა. ჰოდა, გუშინ მეზობელმა_ თალიკომ – ლიფტთან მომიხელათა და უკმაყოფილო ტონით მისაყვედურა:
-ქალო, რატომ თესავ შიშს ხალხში? რატომ ამბობ, კოვიდვირუსი ბლეფია და 5G ანტენები დაგვხოცავსო? არ გეშინია? იცი, თუ არა, რომ ამისთვის მოგკითხავნ?
-შენ რა იცი, მე სად რას ვთეს? – შევუტიე ქოცთალიკოს.
-ჩემმა ბიჭმა მითხრა, ჯენი პროვოკაციას ეწევა – სისულელეებს ჯღაბნის სოცქსელშიო …
თალიკოსთვის არაფერი მიპასუხნია.
ჩემს მეგობარს არამკითხე მეზობლის შესახებ კი წვრილად მოვუყევი. ნანა ბრაზისგან გაწითლდა და მითხრა:
-ჩემს თავზე ბონდოია რომ ცხოვრობს, იცნობ?
-ქოცებში პორტირებულ მიშას სტაჟიან კოორდინატორ ბონდოს, როგორ არ ვიცნობ?მერე…
-მერე ის, რომ ეზოში, სკვერში ,ვისხედით მე და ჩემი ორი მეზობელი…ცოტახანში ბონდოც მოვიდა…ჩემი ამბავი ხომ იცი, მოვაღე პირი, ვლანძღე ბიძინა, სალომე, სასამართლო, მთავრობა, გახარია, ტიკარაძე თავისი იმნაძე-გამყრელიძე-ცერცვაძით და მსოფლიო ჯანმოთი… კლასტერი, ჩიპი, კოვიდბლეფი… მოკლედ ყველა ვლანძღე და ყველაფერზე ვილაპარაკე. ტატა და მზიაც კვერს მიკრავდნენ… და, ჰოი, საოცრებავ, მოულოდნელად ბონდოიას ბოლო მოდელის ტელეფონი (ქოცმა ქალიშვილმა უყიდა)არ აჩხაკუნდა? ბონდომ ფოტო გადაგვიღო. მერე გვაჩვენა ფოტო და სასწრაფოდ დაგვტოვა.
ეგ ნაძირალა კაცი თვალს რომ მიეფარა, ტატამ მითხრა, ახლა მოვედი აზრზე, მგონი, ჩვენს ლაპარაკს იწერდაო… მეც ასე ვფიქრობო, დაუდასტურა მზიამ.
თალიკოს ამბავმა დამაფიქრა და… შემეშინდა, ჯენი, ძალიან შემეშინდა…
-რისი შეგეშინდა?
-რისი, თუ ვისი?- განერვიულდა ნანა – ბინდოიასი, ჯენი…
-დაიკიდე!
– დავიკიდო კარგია – ხმაში სევდა შეეპარა ნანას – მომხსნიან სამსახურიდან, უეჭველად მომხსნიან.
P.S. ნანა ინგლისურის პედაგოგია თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში…
ნანას შიშმა, შიში არა და, იმის ეჭვი კი გამიჩინა, რომ “სუსი” ფხიზლობს და მოენეებიც აქტიურად მუშაობენ…”
კომენტარები