ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
„ჩემო ძმის შვილო ნიკოლოზ, შემოგევლოს ჩემი თავი შენ. ეს რა ტრაგედია დაგვატყდა თავს. რა უსამართლოა სამყარო, ჩემო ანგელოზო ბიჭო. უნიჭიერესო, უკარგესო, წაგიყვანა ღმერთმა თავისთან და დაგვტოვა გულგახეთქილები, გამწარებულები, შენი დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა ჩემი ძმის დაკარგვის ტანჯვა განმიახლა. ღმერთო, როგორი სანუგეშებელია შენი მშობლები”, – წერს ოჯახის ახლობელი.
„1999 წელი იყო განსაკუთრებული, დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო.. გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი .. რომ ვეუბნებოდი ამას იცინოდა, გაჩერდიო.. 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარტო ჩვენ არა, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ, მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ, არ მესმის”, – წერს ოჯახის ნათესავი.
კომენტარები