ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
„ახლა დაიწყება დავა იმაზე, სიების ჩახსნაზე ცესკოსთვის უკვე ჩაბარებული განცხადების დაკმაყოფილების მერე უნდა დაიწეროს ინდივიდუალური განცხადებები თუ არა, ასე ჯობია თუ ისე, მარჯვენა კუთხეში უნდა იყო ხელმოწერა თუ მარცხენაში, ბურთულებიანი კალმით თუ ავტოკალმით, წითლად თუ ლურჯად, ცესკოო იტყვის, ჩვენ რა შუაში ვართო, აგერ, ყველა უფლებამოსილი ჩამოთვალა პირველივე სხდომაზე, ანუ სიები ჩახსნილი არ არის, ოპოზიცია იტყვის, ამ პარლამენტს რომ მივმართო სიების ჩახსნაზე, ეს პარლამენტის ლეგიტიმაციას ნიშნავსო, ქ.ოცნება იტყვის, ხომ გეუბნებოდით, ეგენი განცხადების დამწერი არ არიანო, ამ დავაში გავა კიდევ რამდენიმე კვირა და ვინც დღემდე გამოდიოდა ქუჩაში, ისიც არ გამოვა და მე თუ ვხვდები ამდენს, ვისაც ეს ეხება, ისინი ვერ ხვდებიან? დაწერეთ ეგ დასაწვავი განცხადებები, თუ წერთ. თუ უკვე დაწერილს გიწუნებენ, დაწერეთ ხელახლა და ისე, რომ ვერ შემოგედავონ, ხალხი არა ხართ?“
კომენტარები