ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს, “სამხრეთის კარიბჭეზე” დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი, სავარაუდოდ, მწყემსმა ნახა.
ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.
ცნობისთვის, ნიკოლოზ მეტრეველისგან ქრთამის სახით, დიდი ოდენობის თანხის მითვისება 2020 წელს, ბორჯომის ყოფილმა მერმა ლევან ლიპარტიამ და გიორგი გოგიჩაიშვილმა სცადეს, ამ ფაქტის გამო, მუნიციპალიტეტის პირველი პირები დააკავეს.
გასული წლის 3 ნოემბერს, ბორჯომში, მეტრეველის ავტომობილი დაიწვა. მაშინ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ბიზნესმენის მანქანა მიზანმიმართულად დაწვეს.
კომენტარები