“ენმ”–ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:
“28 ოქტომბერია დღე, რომელმაც ათეული წლებით დადუმებულ, ერთპარტიულ საქართველოს პირველად მოუტანა განსხვავებულ აზრთა ერთობა.
1990 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილ იმპერიულ სივრცეში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები,სადაც კომუნისტური პარტია დამაჯერებლად დამარცხდა.
ამ დღის შემომქმედმა ზვიად გამსახურდიამ, შიშველი ხელებით, მშვიდობიანად, ქუჩის პროტესტით დაასრულა ყველაზე სისხლიანი და ბოროტი მმართველობა და ქართველი ხალხის ხმა მაღალ ტრიბუნამდე აიყვანა.
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა,ვინც სისხლი დაღვარა…”
კომენტარები