საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა, რასაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ცინიზმს უწოდებს. მისი თქმით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართულად მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ დროისათვის ცოცხალი აღარ იქნება.
29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე პროცესის ჩანიშვნით, პროცესის ჩანიშვნით 29-ში, მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისათვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, იმიტომ, რომ ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები, მიხეილ სააკაშვილი იქნება და ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება, – განაცხადა გვარამიამ.
კომენტარები