ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,მესმის, რომ ქვეყანა და საზოგადოება საარჩევნო რეჟიმშია მისი ქართული ეშხით.
თუმცა, ჩაივლის ეს არჩევნებიც და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები ისევ შეგვახსენებენ თავს. მსოფლიო იცვლება გეოპოლიტიკურად და ტექნოლოგიურად.
ამ დროს სად ვართ ჩვენ? ლოდინის სტრატეგია, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვენც დავლაგდებით – წამგებიანი სტრატეგიაა, იმიტომ რომ მაშინ მსოფლიო შეიცვლება ისე, რომ საქართველო ამ ცვლილებების მონაწილე არ იქნება და მისდამი დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება.
ჩნდება კითხვა: რა უნდა ვქნათ, როდესაც ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იცვლება, ხოლო საქართველო ამ ცვლილებების კასკადში საკუთარ საყრდენს და ადგილს ვერ პოულობს, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო?! მე ჯერ არ მაქვს ამაზე პასუხი, ვფიქრობ. უბრალოდ განსჯის თემად გთავაზობთ აქაურ საზოგადოებას.
ჩემი აზრით, საქართველოს და ქართველების წინაშე დადგება, თუ უკვე არ დგას, ძალიან მკაფიო და მკაცრი არჩევანი: ვიყოთ ცვლილებების დამკვირვებელი თუ მათი მონაწილე!”
კომენტარები