სამედიცინო პლატფორმა მედგიდი ისევ დაბლოკილია. Facebook-ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ადამიანს პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებოდა, უკვე მეორედ გახდა თავდასხმის ობიექტი.
როგორც ჯგუფის დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, მედგიდის ჯგუფი ისევ გაკეთდება და მისი ხელმძღვანელები ადამიანებს ისევ დაეხმარებიან:
“მედგიდი ისევ გააქრეს… ერთი კვირის წინ მიზანმიმართული კიბერთავდასხმის შედეგად ჩვენი ჯგუფი გაქრა და ჩვენ შევქმენით ახალი ჯგუფი. ერთ კვირაში მედგიდმა გააერთიანა 75 ათასი ადამიანი, ამ ერთ კვირაში ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ… მე არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან… ჩვენ ვიბრძოდით ადამიანის სიცოცხლეების გადასარჩენად.
მედგიდი იყო ის ერთადერთი ნატელი წერტილი ადამიანებისთვის, რომლებიც სრულიად უიმედოდ იყვნენ დარჩენილები და თქვენ ეს იმედიც გაუქრეთ ადამიანებს… რატომ გვებრძვით, რაში გიშლით ხელს, გიდგავართ გვერდით და ძალიან ხშირ შემთხვევაში, თქვენ გასაკეთებელს ვაკეთებთ ჩვენ. იმის მაგივრად, რომ გამოგეყენებინეთ და დაგეყენებინეთ გვერდით და ერთად, მთელ საქართველოს გვებრძოლა ამ უხილავ მტერთან, ისევ ჩვენ გვებრძვით…
ჩვენთან ბრძოლის დრო, უმჯობესია, გამოგეყენებინათ ადამიანებზე ზრუნვისთვის. გპირდებით, რა წუთსაც ჩვენ დავინახავთ, რომ აღარ ვიქნებით საზოგადოებისთვის საჭირო, იმ წუთსვე გავქრებით. ისევ გავაკეთებთ ჯგუფს, ისევ დავეხმარებით ადამიანებს”
კომენტარები