ადვოკატი ზვიად კორძაძე:
,,მოვისმინე თითქოს ოცნებას უკვე გარანტირებული უმრავლესობა აქვს და სანონსტისუციოზე იწევს
ამ ეტაპზე რაიმე უმრავლესობაზე ან საერთოდ შედეგებზე საუბარი შეუძლებელია და რატომ:
მანდატების გამოთვლისთვის აუცილებელია ოთხი მდგენელი:
1. მოსული ამომრჩევლის რაოდენობა
2.ბათილი ბიულეტენების რაოდენობა
3. 5% ბარიერგადალახული პარტიების ხმების რაოდენობა
4. იმ ხმების რაოდენობა, რომელიც მიიღო იმ პარტიებმა ვინც ვერ გადალახა ბარიერი.
ამ ციფრებიდან რომელიმეს ცვლილება იწვევს ყველა მონაცემის ცვლილებას.
რადგან:
მანდატების გამოთვლისთვის პარტიის მიერ მიღებული ხმები უნდა გამრავლდეს 150 და გაიყოს იმ ხმების ჯამზე, რომლებიც მიიღეს ბარიერგადალახულმა პარტიებმა.
ამ ფორმულით 2 მილიონიანი აქტივობის შემთხვევაში ოცნებას ჭირდება მინიმუმ 900 000 ხმა (ანუ დაახლოებით იგივე რაც 2020 წელს) რომ უმრავლესობა მიიღოს, ისიც იმაზეა დამოკიდებული რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.
ასე რომ ამ ეტაპზე ყოველგვარ უმრავლესობაზე საუბარი უფრო საკუთარი ამომრჩევლის მოტივაციისთვისაა ვიდრე რაიმე ობიექტური რეალობა.
აქტიურობის ზრდა ორ მილონზე მეტზე ოცნების მიერ უმრავლესობისთვის ასაღები ხმების რაოდენობას მილიონამდე ზრდის.”
კომენტარები