ამ ეტაპზე რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეერთების საკითხზე არ მუშაობს. – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
“რამდენადაც გვესმის, ეს ნამდვილად არის რესპუბლიკაში არსებული საერთო განწყობის ამსახველი, რესპუბლიკის მაცხოვრებლებისა და ამ რესპუბლიკის წინა მეთაურის დამოკიდებულების ამსახველი. თუმცა, ამჟამად რუსეთის მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ქმედება არ ტარდება”. – თქვა პესკოვმა ყოფილი მარიონეტი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ 2022 წლის 17 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის დანიშნვასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, თვლიან თუ არა კრემლში ამგვარი რეფერნდუმის არსებულ ვითარებაში დანიშვნას მიზანშეწონილად, პესკოვმა უპასუხა, რომ “ეს, უპირველეს ყოვლისა, რესპუბლიკის მოსახლებისა და ამჟამინდელი ხელისუფლების საკითხია და აუცილებელია მათ მოსაზრებაზე ორიენტირება”.
ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა.
.განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კომენტარები