ჯანმრთელობის გაუარესების გამო ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სასჯელაღსულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც მეტრონომს მისმა ადვოკატმა განუცხადა, ზვიადაურს ხერხემალზე აქვს პრობლემები.
“ზვიადაური დღეს გადაიყვანეს კლინიკაში. მას ხერხემალზე რამდენიმე ოპერაცია აქვს ჩატარებული და ამ ინციდენტის შემდეგ, თავი იჩინა ამ ყველაფერმა. ზვაიდაურს ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული კვლევა, დაბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი
მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია”,- ამბობს ზვიადაურის ადვოკატი.
შეგახსენებთ, ოლიმპიურ ჩემპიონს ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან.
კომენტარები