ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
მელაშვილი, ჯერჯერობით, მე მაინც უფრო მსხვერპლი მგონია, ვიდრე დამნაშავე და ხელისუფლების მისდამი მიყენებული მუხლი პროპაგანდა და არა არსი, მაგრამ მის ბოლო ინცინდენტში მე თავდასხმა ვერ დავინახე.
მოქალაქე, ჩემი აზრით, მცდარად და არასწორი ადრესატობით, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების მიღებულ ნორმაში ჩაჯდა. ბევრად უარესი მინახავს სამოქალაქო აქტივობებით, რასაც თვითგამოხატვის თავისუფლების კვალიფიკაციას აძლევდნენ ჩემზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები.
სწორია თუ არასწორი, ეთიკურია თუ არაეთიკური და ა.შ. ეს სხვა თემაა.
კომენტარები