,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:
,,წამიც არ გამკვირვებია სტალინის ‘დიადი გამოსახულება’ სამებაში. დღეს ეს ინსტიტუტი სწორედ რუსეთს და ძალადობას ქადაგებს.
ამასთანავე, როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრი ვარ შეურაცხყოფილი. ამ ჯალათის უშუალო ხელმოწერით დახვრიტეს ჩემი 27 წლის ბაბუა. ამოჟლიტეს მთელი ოჯახი ფაქტიურად, დიდი ბაბუა, ბაბუის ძმა, გადაასახლეს ბებიის და და ასე შემდეგ.
ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებას და ღირსებას რომ ამახინჯებს ეს ერთი და პირადად როგორც რეპრესირებული ოჯახის წევრის გათელვაა ეს.
არაფერს არ მოვითხოვ ამათგან, ეს ფორმალური კეკლუცობა იქნებოდა. მაგრამ, პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში სტალინმა და სტალინისტურმა მეთოდებმა სწორი ადგილი დაიკავონ სანაგვეზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საბჭოთა ნარჩენები – მურისიძის სასამართლო, სუსი, პარტიული მონობა, ძალადობა და აშ. – ჩაბარდეს წარსულს.”
კომენტარები