მწერალი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში სარკაზმულ პოსტს წერს:
,,ნუდი
ახლა გავიგე, რომ შიშველი სურათი ყოფილა და მისი მოთხოვნა, გავრცელება, ან იძულებით გადაღება კანონით ისჯება.
ამ კანონს ჩემს ბავშობაში რომ ემოქმედა, ბებიაჩემს ციხიდან არ გამოვაყოფინებდი თავს. რატომ და იმიტომ, რომ 1 წლის ასაკში, სახლში დაიბარა ფოტოგრაფი ხაჩიკა, ხალიჩაზ წამოგორებულს, შიშველ-ტიტველს გადამიღეს ფოტოები და უკრაინაში უკლებლივ ყველა ნათესავს გაუგზავნა…
ეგ რა არის. ხაჩიკას ფოტო ისეთი რაკურსით ჰქონდა გადაღებული, მისმა დამ დუსიამ სასწრაფო დეპეშა გამოაგზავნა ” სონია გაგვაგებეინე ეს სასქესო ორგანო ბავშვს ჰკიდია, თუ თავად ბავშვი ჰკიდია ზედო”.
აზრზე მოდით, დამაბულინგეს კიდევაც!
რა ვიცი აბაა… ხალხი ქექავს სექსუალური ძალადობის და შევიწროების, აღმაშენებლის დროინდელ ისტორიებს და გამახსენდა რამდნჯერ გამნუდეს უოწყალოდ…”
კომენტარები