პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში, წერს:
ამ ბოლო დღეებში რეგიონებშიც და თბილისშიც შევხვდი არაერთ გათავისუფლებულ დირექტორს. ქვეყნის სხვადასვა წერტილში გათავისუფლების სქემა ერთია. იბარებს ქართული ოცნების პარტია, რწმუნებუკები, მერია და ღიად ეუბნებიან: ‘გააჩერე ქმარი, ნუ აქტიურობს’, შენ სკოლაში არის ამდენი და ამდენი ოპოზიციურად გამწყობილი მასწავლებელი’ და აჩვენებენ სქრინებს ფბ პოსტების, აძლევენ წინასწარ სამეურვეო საბჭოში დასამტკიცებელი ხალხის სიას და ესენი უნდა გაიყვანოო ეუბნებიან. ღიად პარტია, არც ერიდებიან, იბარებენ და პოლიტიკურად პრესავენ. ერთი ქალბატონი გახდა ცუდად და მოხვდა საავადმყოფოში, წკიპზე გადავრჩით მეორე ია კერზაიას საქმეს.
ამ ხალხს არ დაგაჩაგრინებთ!
ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე დავურეკე მცხეთის რესურს ცენტრის უფროსს ვინმე ბექას და ვთხოვე უკამეროდ შეხვედრა. ჯერ შევთანხმდით და ეხლა გადამიდო.
ხვალ 3 საათზე მცხეთის მერიასთან მივდივართ გათავისუფლებულ დირექტორებთან ერთად და მოვაწყობთ აქციას. დირექტორები თავად ისაუბრებენ ჟურნალისტებთან ამ თავხედობებზე.
ვისაც სურვილი და საშუალება გაქვთ შემოგვიერთდით”
კომენტარები