ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, ამის შესახებ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
„ჩემს გაულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან გულშემატკივრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი დღესვე ჩამოცილდეს. გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, გაქრეს უიმედობა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, პენსიონერებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება. ვინც ამ ციხეშია, ყველა არის პოლიტპატიმარი“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა.
კომენტარები