ილია მარტაშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს:
“ნორმალურ ქვეყანაში ათობით რუკა და ანიმაცია გაკეთდებოდა, მაგრამ აბა საქოცეთია და რა გითხრათ?! ნაუცბადევად დავჯექი და ნანახი ვიდეოების მიხედვით 10 წუთში გავაკეთე ეს რუკა Google Earth-ში.
როგორც ჩანს არა ჭანჭახის არამედ მდინარე ბუბას ხეობაში ჩამოვიდა ღვარცოფი და ჯერ უფრო ზემოთ კოტეჯები გამოიარა გზაზე. ამიტომ ამ კოტეჯებში თუ იყო ხალხი პროგნოზი არადამაიმედებელია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ის პირველი ვიდეო ქალი რომ ჩაერთო და სასტუმროს ორივე მხარეს აჩვენებდა ჩამოსული მიწის მასას რუკაზე 2 წითელი ისრის შორის იმყოფებოდა. ყვითელი ხაზით მონიშნული ტერიტორიაც შეიძლება იყოს მოყოლილი ღვარცოფის არეალში.”
კომენტარები