“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
“სოციალურ ქსელში გინების გამო ადამიანის დასჯა სიტყვის თავისუფლების ახალი შრის გარღვევაა, რადგან კონსტიტუციის მე-17 მუხლი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების(მათ შორის სოციალურ ქსელში) ცენზურას კრძალავს.
შესაბამისად, კონსტიტუცია სახელწიფოს სოციალური ქსელში გამოხატვის თავისუფლების განსხვავებულ სტანდარტს უწესებს და დასაშვებად მიიჩნევს ტიკ-ტოკზე იმ ფორმით საუბარს, რაც ქუჩის შემთხვევაში შესაძლოა დასჯადი ყოფილიყო.
ამის გარდა, ფიზიკურად აღუსრულებელია სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინების შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება, რასაც შერჩევით სამართლამდე მიყავხარ. სულაც რომ რეალური იყოს, ამ ლოგიკით, ათიათასობით ადამიანი, ყველა ღარიბაშვილის გამოტანტალებაზე, დასასჯელი იქნებდა.
ჩემთვის გინების უფლების ქონა სამართლიანია ფბ-ზეც და ქუჩაშიც, მაგრამ რომ გვესმოდეს, დღეს აბსურდის ახალი მწვერვალი დავიპყარით.
ასე იდგამს ავტორიტარიზმის დღითიდღე ფესვებს.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯს დაგვაშორებენ ცივილიზაციას თუ ყველა არ ავიღებთ საკუთარ თავებზე მეტ პასუხისმგებლობას.”
კომენტარები