მამა გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. ციხიდან გათავისუფლებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
“პირველებმა” ცოტა ხნის წინ გადაიღო კადრები, სადაც კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია დეკანოზი დღეს და როგორ გადაჰყავთ ის დამხმარე ეტლით ავტომობილამდე. სასულიერო პირი, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
ციანიდის საუკუნის საქმის მთავარი ფიგურანტი სასულიერო პირი თურქეთში ერთი გზავნილით გაემგზავრა – გამოჯანმრთელდეს და შემდეგ უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლა გააგრძელოს.
იმედი მაქვს, რომ ჩემი მეგობარი ქვეყნის ექიმები მალე იპოვიან გამოსავალს, რომ ჩემი ჯანმრთელობა გამოსწორდეს,“ – ამბობს დეკანოზი მამალაძე.
მამა გიორგი მამალაძე აანონსებს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებს. როგორც დეკანოზი “პირველებს” ეუბნება, ამ მძიმე მდგომარეობაში ის უსამართლობამ მიიყვანა.
ჟურნალისტი: ვინ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე?
მამა გიორგი მამალაძე: უსამართლობამ. ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გამოსწორება, დანარჩენს უკვე შემდგომ. ბრძოლა არ შეჩერებულა.
ჟურნალისტი: ის, რომ მამაო იმიტომ გამოუშვებს, რომ ხმა არ ამოიღოს, სიმართლეა?
მამა გიორგი მამალაძე: ეგ ტყუილია.
კომენტარები