“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს:
ჩვენო ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო! ჩვენი სტუმრებო! მიგიღეთ ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თბილისსა და ბათუმში, კახეთსა და სვანეთში. მე ვხედავ უკრაინის დროშებს და ყოველდღე ვლოცულობ მშვიდობისთვის და ომის დასრულებისთვის, თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის და თქვენი დაღუპულების სულების ნათელში ყოფნისთვის.
მინდა დაგისვათ მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ამ გადაწყვეტილების ოდნავ მაინც ამართლებთ? რას ფიქრობთ არესტოვიჩის მოწოდებაზე, რომ მილიონმა, შეიარაღებულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა საქართველო უნდა გაათავისუფლოს ქართველებისგან? საქართველოში სწორედ ამ მიზნით ჩამოხვედით – ზურგში დანა დაგვარტყათ? ასობით უკრაინელი ვნახე ჩვენი ოპოზიციის მიტინგებზე, არ გგონიათ, რომ დროა გამოვიდეთ საქართველოს ქუჩებში თქვენი ხელისუფლებისადმი მოწოდებით: „ხელები შორს საქართველოსგან!“. არესტოვიჩის განცხადება არის ნაბიჯი ჩვენთვის ომის გამოცხადებისკენ. თქვენ – რომელიც ჩვენ ოჯახად მივიღეთ, თქვენ – რომელ მხარეს აპირებთ დარჩენას ამ გამოცხადებულ ომში? იფიქრე ამაზე!
კომენტარები