პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“ეკლესიასთან ახლო დამოკიდებულება მაშინაც კი არ მქონია როცა 1990-იანებში ჩემს გარშემო თითქმის ყველა სხვადასხვა მრევლში გადანაწილდა. ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა. მაგალითად ის რომ ვერაფრით გავიგე ძველი აღთქმა რატომ იყო წმინდა წიგნი. გარდა ამისა, სანამ ამ წმინდა წიგნს გავეცნობოდი რაბლე და ბოკაჩო მქონდა წაკითხული. ამას ისიც დაემატა რომ არ მომწონდა ქართველი მღვდლების (როგორც წესი) ქედმაღლური და ამპარტავნული დამოკიდებულება სხვების მიმართ. დაბოლოს, მასობრივ ტრენდებს ვერ ვიტან. იმ პერიოდში კი რელიგიურობა სწორედ რომ მასობრივი ტრენდი იყო.
და ყველაფერ ამის მიუხედავად არ მომწონს ახლა რომ მთელ ეკლესიას ლანძღავენ და ყველა სასულიერო პირს ერთ ქვაბში ხარშავენ. არ შეიძლება ერთი მასობრივი ტრენდიდან და ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა.
გვაკლია ზომიერება. ამ მხრივ რუსებს ვგავართ.”
კომენტარები