აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი შორენა გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ნიუ იორკში წყალი გაძვირდა. ერთი გალონის ფასი 3$ და იყიდება ლიმიტირებულად. ქლორაქსის სალფეთქები რომელსაც ხუთ დოლარად ვყიდულობდი, გუშინ 13 $ გადავიხადე. ზოგიერთ მაღაზიაში საერთოდ აღარ არის. პირბადეებსა და ხელის სანიტაიზერებზე აღარ არის საუბარი, აღარ აქვთ. პირბადეები რომელოც თებერვალში გამოვიწერე ამაზონიდან (50 ცალში 57$ გადავიხადე) აპრილში მოვა. სურსათზე ჯერ ჯერობით არ არის დეფიციტი და არც ფასები გაზრდილა. ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია დარეკოს და აცნობოს შესაბამის სამსახურს ამა თუ იმ მაღაზიის მხრიდან ხელოვნურად გაზრდილ ფასზე, რის შემდეგაც ის მაღაზია გადაიხდის ჯარიმას ან დახურავენ. ახლა მთავარი პრობლემაა ტესტები, რომელიც დაახლოებით ათ დღეში იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დაინფიცირებულთა ზუსტი აღრიცხვა. ამ მხრივ საქართველომ ძაან ლამაზად გაასწრო ამერიკას და ძალიან მიხარია. თუმცა საბოლოოდ მაინც მადლობა ამერიკას ლუგარის ლაბორატორიისთვის”.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ი კორონავირუსის ფართომასშტაბით გავრცელების თავიდან ასაცილებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კომენტარები