ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ამ მოსამართლეთა პრიმიტივიზმი, ვინც ახლა ცნობილი გადაწყვეტილების გამო ისტერიკაშია, განსაკუთრებით რაში ჩანს იცით?
მაშინვე რომ ქვეყნის ლანღვაზე გადადიან და…ვიეტნამი…ქიმიური ბომბები….სონგმი….ამერიკული იმპერიალიზმი….6 წლის ბავშვთა სქესის შეცვლა….და სხვა ამგვარი სისულელე.
კი მაგრამ….ამხელა სოციალური რანგი და ცენზი გაქვს, ანუ გასაგებად რომ გითხრა სოციალური “პალაჟენია”, როგორიცაა მოსამართლეობა და….ოდნავი ინტელექტი ხომ უნდა გაგაჩნდეს არა?
იოტისოდენად ხომ უნდა იცნობდე საუკუნეთა მანძილზე ელიტათა გამომუშავებულ “საზრისულ ინსტრუმენტალს?”
კარგი, დავუშვათ 100% ით მართალი ხარ. მერედა თქვი, ვინ გიშლის, რომ “ბაიდენ-ჰარის-ბლინკენის ადმინისტრაციამ….დიდი შეცდომა დაუშვა როცა სცადა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა…..და რომ ხელყო….და რომ ჩაერია……
ანუ კონკრეტულ ადმინისტრაციაზე გადაიტანე აქცენტი
ორი წიგნი რომ გქონდეთ წაკითხული ამას მოითხოვს ელემენტარული დიპლომატიურობა და საზრისული ინსტრუმენტალი
რა შუაშია ვიეტნამის ომი და 6 წლის ბავშვების სქესის შეცვლა?
ესეც სსრკ მემკვიდრეობაა- ნორმალურ ელიტათა არარსებობა და სრული არაპროფესიონალიზმი.”
კომენტარები