ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, „გირჩის” წევრს ვიტალი გუგუჩიას 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
ზურაბ ჯაფარიძე ამ ფაქტს ეხმაურება:
,,ვიტალი ის ადამიანია ვინც ქოც დეპუტატს რუსული კანონი არგუმენტებით დაახია თავზე საკუთარ პატარა მარკეტში[ფორთოხლის ვიდეოდ ცნობილი]
ამის გამო ის გახდა რუსული ტერორის სამიზნე, აშავებენ, ლანძღავენ, უვრცელებენ ჭორებს, უქსევენ პოსტ ტვ-სა და ზონდერებს
მე იშვიათად შემხვედრია ასეთი წესიერი ადამიანი და ასეთი წესიერი, მშრომელი ოჯახი.
ვინც იმ ცნობილ ვიდეოს უყურეთ, ისედაც მიხვდებოდით და იგრძნობდით ამას
პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარუდგინა.
დღეს კი ვიტალის 5,000ლარი გირაო შეეფარდა.
ამ ნაბიჭვრების წამოწყებული ტერორიც ამაზეა გათვლილი.
ვიტალის ჰყავს 4 პატარა შვილი, რომლებსაც იმ მარკეტით ინახავს.
მას არაფერი დაუშავებია, გარდა საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის დაცვისა.“
კომენტარები