ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“ჩვენ რომ 3 აგვისტოს ღამე გავათენეთ, მაშინ, როცა ბოდიში, დაღამდა და 152 ადამიანი და ასობით მაშველი ჩატოვეს უგზო–უკვლო, დამეწყრილ ადგილას, გამოკეტეს სამყაროსგან და ვერტმფრენებიც გაიყვანეს ადგილიდან, მაშინ როცა ადამიანები წერდნენ რომ ეშინოდათ, ციოდათ, ტიროდნენ და სახელმწიფო არსად ჩანდა…
3 აგვისტოს ღამე რომ გავათენეთ და სოც ქსელში ჯგუფებიდან თავი არ გამოგვიყვია და ვსქროლავდით და ახალ ამბებს ვეძებდით, მაშინ როცა გვიყვებოდნენ, რომ ბევრად მეტი ადამიანია ჩამარხული, მაშინ როცა გვიყვებოდნენ, რომ ადამიანთა ხმები მეწყერიდან საათობით ესმოდათ, მაშინ როცა ყველა ფოტოს და ისტორიას გონებიდან ვერასოდეს ამოვშლით, როგორც კობახიძემ თქვა, მმართველი გუნდი ინფორმაციასაც არ ფლობდა არც გადარჩენილებზე, არც დაღუპულებზე, არაფერზე საერთოდ…
როგორ გაბედა თქმა, არ ვიცოდიო, დავით ჯელაძის ფოტოც არ მქონდა ნანახიო…
როგორ გაბედა თქვა, რომ არ იცოდა გადარჩენილთა ის ორი კინკილა ისტორია რაც გამოვიდა?
აბა, რა იცოდა?
გარდაცვლილთა სია არ დევს, გადარჩენილთა სია არ დევს, დაკარგულთა სია არ დევს, ცხედრების ექსპერტიზის პირველადი შედეგები არ დევს, აბა, მეტი რა იცის?
ჯერ ცილის დასწამა ადამიანებს, ბავშვი 4 საათი მარტო როგორ შეებრძოლებოდა მეწყერს და როგორ გადარჩებოდაო, გადარჩენილ ბავშვზე თქვა და მერე განაცხადა, არ ვიცოდიო…
აბა, რა იცის?
რანაირად მოახერხა, რომ საქართველოში ცხოვრობს, მმართველი გუნდის ლიდერობას რომ თავი დავანებოთ და ტასოს და დავით ჯელაძის ისტორიები არ იცის? არც მარიტას ოჯახზე იცის რამე? რა ჯანდაბა იცის, აბა?
რა ბოდიში, ხალხო, უარესი რამე თქვა, ამ ბოდიშისას, არ ვიცოდიო, სტიქიიდან 12 დღის მერე, გადარჩენილებზე არ მქონდა ინფოო…
რას დაეთრევა, აბა, შოვში ყოველ დღე? რის სანახავად და ვის მოსასმენად დაეთრევა? მაშველია? ტრაქტორისტია? პოლიციელია იქნება?
ხო, პროკურატურას დაველოდოთო, მაგრამ მეო ვიციო, რომ მეტი არავის გადარჩენა შეიძლებოდა, რაც უნდა გაგვეკეთებინაო.
აი, ესაა ის, რაც აინტერესებს.
ბრალი არავინ დასდოს…
სულ ესაა.
არა?
ცხადია, დატესტა, ამჯერად არ გამოუვიდა დავით ჯელაძის სიტყვების გაბათილება, მერე კიდევ სცდის, რა პრობლემაა, ცხადია, იცოდა, როგორ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ არ სცოდნოდა, იმას არ იტყოდა, 4 საათი ბავშვი მეწყერს მარტო როგორ შეებრძოლებოდაო, ცხადია, იცოდა, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ სცადა გადარჩენილის სიტყვების გაბათილება და ისე სცადა, რომ უარესი თქვა, აღიარა, რომ მისი ერთადერთი ინტერესია, მშრალად გამოძვრნენ!
4 საათი მაშველები რატომ ვერ ჩავიყვენეთო, მაგას უპასუხა სწორედ იმ ფრაზით, და პრაქტიკულად გვითხრა, სულ რომ არ ჩაგვეყვანა, მეტი მაინც ვერ გადარჩებოდა, ვინც გადარჩა, მისით გადარჩაო.
და კი, ვინც გადარჩა თავისით გადარჩა, მაგრამ რამდენის გადარჩენა შეიძლებოდა კიდევ, ეგ კობახიძემ საიდან იცის, თუ გამოძიებაზე ზეწოლის მოხდენა არ უნდა?
და მაშინ, როცა ოფიციალური უწყების ინფორმაციით, მოსახლეობას 10 წუთი ჰქონდათ გასაქცევად და ვინც არ იცის რა დროა 10 წუთი, ის ვიდეო ნახოს, ბიჭი მეწყერს 9 წამში რომ გაექცა, მეტი გვქონდა დრო, პირველივე ნიშნებზე რომ ყური გაებარტყუნებინთ, მაგრამ მაშინ როცა ოფიციალური უწყება ამბობს 10 წუთიო და არავინ გააფრთხილა ხალხი ამ 10 წუთში – შს მინისტრი ამბობს, იქნება მეწყერი 1 წუთში ჩამოვიდა კოტეჯებამდე, აბა, რა ვიციო…
არ იციან, რატომ უნდა იცოდნენ?
შემდეგში 4 საათის დაგვიანებითაც აღარ გააგზავნიან იმ დაფეხვილ ვერტმფრენებს, საერთოდ აღარ გააგზავნიან, ვინც გადარჩება – გადარჩება, ვინც ვერ გადარჩება – ვერ გადარჩება.
რატომაა ახლა ეს პრობლემა?
რაზე გვეტყობა, რომ ჩვენთვის ეს პრობლემაა?
და ჩვენ თუ არ გვეტყობა, კობახიძეს, გომელაურს, ღარიბაშვილს, ბურჭულაძეს და ივანიშვილს რატომ დაეტყობათ? ამ ოთხიდან, ბურჭულაძემ იკითხოს, თორემ, კობახიძის, გომელაურის, ღარიბაშვილის და ივანიშვილის ოჯახებისთვის კი არის მზად ვერტმფრენები მუდამ, ბურჭულაძეს არც იმ დაფეხვილ ვერტმფრენს არ გაუგზავნიან, რომ დასჭირდეს, ეს ხომ ჩემზე უკეთ იცის თავადაც…”
კომენტარები