ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვატო შაქარიშვილის პოსტს და წერს:
“ბევრი ადამიანის დაცემა და საკუთარი თავის გადაბიჯება მინახავს, უკადრებელს რომ კადრულობენ, მაგრამ ამ პატარა ბიჭის შაქარიშვილის ამ მდაბიო სტატუსმა გამაოგნა!
მისგან მართლა არ ველოდი (პირადი ურთიერთობის გამოც ) და როგორც ჩანს 30 ვერცხლის ფასი გახდა მისი ღირსება !
რადგან საჯაროდ გაბედა და დააწერინეს ეს უმსავსობა და უსინდისობა, საჯაროდ ვრეაგირებ :
მარაზმის დასრულებას სხვის ხელში იარაღად ქცეული შაქარიშვილი ვიდრე შეძლებს, თავად მარაზმში მყოფმა უნდა დააღწიოს თავი.
ისიც ვერ გაიაზრა- თავად სად რა როლშია, ვინ რას ვალებს და ამიტომაც გონია ვინმეს შეუძლია რამე დამავალოს და მათქმევინოს.
ეს პატარა, უკვე დასრულებული ახალგაზრდა კაცი, რომ მეგონა უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებდა მართლა წარსულის ბალასტის მთავარ როლში მოაქციეს და ტრაგიკომიკურ სცენარში კომფორმიზმში ჩაძირეს!
რასაკვირველია ტვ იმედშიც მიიწვევენ და ხელისუფლება რაღაცას გადაუგდებს ამის სანაცვლოდ რაც იკადრა …
ახლა უფრო გასაგებია ჩემთვის, ჩემი პარტიიდან წამოსვლის შემდეგ რა როლი დააკისრეს მასაც და სხვასაც ვინც გვერდიდან არ მშორდებოდა იმ დღეებში …..
წარსულზე მე უარს ვერავინ მათქმევინებს , მაგრამ აი ასეთი პატარა უღირსი ბიჭის წარსულიც, ამწყოც და მომავალიც 30 ვერცხლის ფასია მხოლოდ!”
ვატო შაქარიშვილის პოსტი:
“აჰა რევანშისტული ძალების “ბალასტს” – გედი ფოფხაძეს, კუკავას, ბესელიას და ა.შ. როლიც მიანიჭეს… ეხლა წახვალთ და უცნობს დაარტამთ, თქვენივე წარსულზე იტყვით უარს და უკადრებელს იკადრებთო… აბა ელექტორალური რესურსი თქვენ არ გაქვთ, ფინანსები თქვენ არ გაქვთ და მხოლოდ ტვირთად გვკიდიხართო…
ფიქრია ჩიხრაძეზე რაღა უნდა ითქვას?! ეროვნული მოძრაობა და 1989 წლის 9 აპრილიო ლაპარაკობს და თან კომკავშირის მდივნის პარტიის ლიდერია, რომელიც ანტისაბჭოთა მიტინგებს არბევდა…
ამ მარაზმის დასრულების დასაწყისს ჩაეყარა გუშინ საფუძველი!!!”
კომენტარები