აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,ამერიკას ბევრ ისეთ ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა და მოკავშირეს უწოდებს, ვისაც სინამდვილეში ბოლომდე არ ენდობა. გასაგები მიზეზების გამო არ დავასახელებ ამ ქვეყნებს; ყველა გონიერმა ადამიანმა იცის მათი სახელები. ერთია მხოლოდ, ყველა ამ ქვეყნის საიდუმლო სამსახური საჯაროდ და ოფიციალურად ყოველთვის ინარჩუნებს ლოიალურობას და პატივისცემას ამერიკის მიმართ. ეს არის სპეცსამსახურების დიპლომატიის ბაზისური აქსიომა.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, გასაგები ხდება უკვე, თუ რა სტადიაშია ქართულ-ამერიკული ოფიციალური ურთიერთობები.
პრინციპში, ეს უკვე გასაგები იყო ამერიკულ სანქციებთან ქართული ოფიციოზის მიმართებაშიც. ასე რომ, თავს ნუ მოიტყუებთ ის “ნეიტრალები”, რომლებიც ამტკიცებთ, რომ რუსული ფლირტი მხოლოდ “ბაღანეს გულობიზა” ხდება. არ გაგიკვირდეთ თქვენს მიმართ ამერიკული რეაქციები, თუ დრო შეიცვალა. თუ არ შეიცვალა, ეგეც არ გაგიხარდეთ, ჯერ შედარებით ძლიერი რუსეთი რა ბედენა იყო და ახლა ტოტალურად კრიმინალიზირებული რა იქნება; საკუთარ თავზე იწვნევს ყველა.”
კომენტარები