ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კონსულატაციებს იწყებს. ლელოს ლიდერებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ აქტიურად უნდა დაიწყონ მსჯელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ამ დროისათვის ოპოზიციიდან მხოლოდ ელისაშვილი და იოსელიანი არიან, ასევე “ევროპული სოციალისტების” პარტია და “გირჩი”.
სხდომა კი კახა კუჭავამ მას შემდეგ გახსნა, რაც მანდატურებმა დარბაზიდან ჯერ ჟურნალისტები გააძევეს, შემდეგ კი ის ოპოზიციონერები, რომლებსაც მისი სავარძელი ჰქონდათ ბლოკირებული.
“ამ ფაშისტების არავის ეშინია, ამათი ხელების გადაგრეხვის არავის არ ეშინია, ეს ძალადობა დასრულდება და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 18 საათზე, პარლამენტთან აქცია იმართება.
კომენტარები