ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სანქცირებულმა მოსამართემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
“ზუსტად აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს ვეუბნებოდით, რომ თუ თქვენ გინდათ სასამართლო სისტემაში რაიმე სიკეთე გააკეთოთ, ამ ფეიკნიუსებს ნუ აფინანსებთ მეთქი რა, ანუ ისეთ იმეებს ნუ აფინანსებთ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლესთქო, შესაბამისად ეს ზიანს აყენებს სასამართლო სისტემასთქო…
მე მივმართავ აშშ-ის საელჩოს, სწორედ ასეთ გადაცემებზე გეუბნებოდით, რომ ნუ დააფინანსებთ, თქვენ თუ გაქვთ იმის სურვილი, რომ სასამართლო სისტემას გვერდში დაუდგეთ, ამ ფეიკ გადაცემას ნუ დააფინანსებთ. არ გინდათ რა. ამერიკის საელჩო, მოგმართავთ, თქვენ რომ გსურდეთ, რომ სასამართლოში იყოს რეალურად დახმარება, როცა ბრძანებთ, რომ ქართველ ხალხს ვუდგავართ გვერდში, სასამართლო ხელისუფლებას, მოსამართლეებს ვუდგავართ გვერდში, ამ სიუჟეტში ნახეთ მოსამართლეებს როგორ ურეკავენ, როგორ ელაპარაკებიან, როგორ უზრდელურად ექცევიან?! ამიტომ თქვენი დაფინანსებული რომ არის ეს გადაცემები, გინდაც ავიღოთ ნებისმიერი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ აფინანსებთ თქვენ ამას, ახალისებთ ასეთ თემებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ თქვენი დახმარება არ არის ის რასაც აკეთებთ, თქვენ ხელს უშლით სასამართლოს განვითარებაში”
კომენტარები