საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ექიმების დასკვნაზე საუბრისას განაცხადა:
„სინამდვილეში, მათ დასკვნა უნდა მოემზადებინათ ე.წ. რეფიდინგთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება შიმშილობის შემდგომ მკურნალობას. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას აღარ აქვს პოლიტიკური მოთხოვნა, აღარ შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მისი ერთადერთი მოთხოვნაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ამ შემთხვევაში, წყვეტს შიმშილობას. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის.
ანუ, იმთავითვე ფეიკია ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა. როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, ეს ამ ეტაპზე არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ ფეიკდასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების“
კომენტარები