მანანა არჩვაძე-გამსახურდია, ნენე შარაშენიძის პოსტს და ფოტოს აზიარებს თავის გვერდზე:
“ამ ფოტოს ნახვისას, რომელზეც ზვიად გამსახურდია ახალგაზრდობაში და დედამისი – მირანდა ფალავანდიშვილი (რომლის გარდაცვალების თარიღია დღეს), არიან აღბეჭდილნი, რაღაცნაირად გამახსენდა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებში წაკითხული ეს უთბილესი და სულშიჩამწვდომი სიტყვები:
,,ასი წლის რომ გავმხდარიყავ, დედა, და ასი წელი უცხოეთში დავრჩენილიყავ, შენ რომ შინ მეგულებოდი, ფესვები მაქვს მეთქი ჩემს მიწაში ასე ვიტყოდი.
ასი წლის რომ გავმხდარიყავ, დედა, უცხოეთიდან მობრუნებულს კარის ალაგთან დამეძახა: ,,დედა, შენ ხარ მეთქი?” თუ შინ ვარო, მომიგებდი, ასე ვიტყოდი:
ათი წლის ვარ მეთქი.
ჯერ ათი თვეც არაა, რაც შენ წახვეხი და ასე მგონია, ასი წლის ვარ მეთქი.” (,,მთვარის მოტაცება”)
,,დედა მეუბნებოდა: სანამ დედა ჰყავს კაცს, მუდამ ახალგაზრდად ითვლებაო.” (,,დიონისოს ღიმილი”)
ნათელში იყოს მათი სულები! ♡♡♡”
კომენტარები