სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
„აღფრთოვანებულ პოსტებს ვუყურებ დღეს ამ ძალიან მაგარ გოგოზე! დიახ, უმაგრესი გოგოა ნამდვილად!
მაგრამ ამ ფოტოზე დღევანდელი საქართველოს ტრაგედიაა აღბეჭდილი! საქართველოსი, სადაც ახალგაზრდა დედებს ასე უწევთ შრომა, რომ საკუთარი შვილები გაზარდონ და ლუკმა პურის ფული ჰქონდეთ!
გოგოსი, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდა დედაა, რომ ემიგრაციაში წავიდეს და შვილი დატოვოს აქ! ამიტომაც შრომობს ასე!
ეს ჩვენი საქართველოა, რომელიც ვერ ავაშენეთ! ვერ გავაძლიერეთ! ვერ შევძელით ის, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს! დიახ, ყველანაირი შრომა დასაფასებელია, მაგრამ როცა ახალგაზრდა დედა ასე მუშაობს, ეს უბრალოდ ერის ტრაგედიაა და მეტი არაფერი!
ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს, ბედნიერი და წელში გამართული მოქალაქეები ცხოვრობდნენ აქ! ერთადერთი რაც არ გვაქვს, ეს ერთიანობა და უკეთესი საქართველოს იდეის ირგვლივ მობილიზებაა!
არადა იმდენი სისხლია დაღვრილი, იმდენია ნაბრძოლი ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, ვიმსახურებთ, უბრალოდ ვიმსახურებთ კარგ საქართველოს!“
კომენტარები