პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და წერს:
პროკურატურის დღევანდელმა განცხადებამ ჩემი გამოძიება საბოლოოდ გაამყარა. წლების მანძილზე რომ ვამტკიცებდი კონკრეტული პირების მონაწილეობას, პროკურატურა კი უარობდა, დღეს ყველაფერი ერთიანად დამიდასტურეს. მიხვდნენ, უსასრულოდ ვეღარ დამალავდნენ, აღიარეს და თათარიაიახლად თეთრი ძაფით ნაკერ სისულელეში შეფუთეს. მაგ შეფუთვას მხოლოდ გონებაშეზღუდული თუ იყიდის. ჭიჭიაშვილის და დიმიტრი აბრამიშვილის მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს თამაზ თამაზაშვილის და მისი სიძის, ღარიბაშვილის მონაწილეობას, ეს კი უპირობოდ მოწმობს ივანიშვილის მხრიდან დავალებას. ეხლა კი მოქმედებენ პრინციპით, უცბათ, არჩევნებამდე ჰაერი გავყიდოთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან პატრონი, ხვალემ იკითხოს ხვალისა, ვაინა ვსიო სპიშეტ და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ ტრიუკები აღარ გაჭრის. ვირიც და პატრონიც მიუსხდებიან ჩარჩენილ რეგვენ დარჩოს თავისივე სახელობის აბანოში. მალე. ორ კვირაში ხელისუფლების დათმობის შემდეგ გამართული მართლმსაჯულების სისტემის დამყარებისთანავე. ტერორიზმი ვერანაირი გარანტიების ნაწილი ვერ გახდება და ვისი მონაწილეობაც დამტკიცდება, ყველა აგებს პასუხს. ივანიშვილი? კი ბატონო, ღარიბაშვილი? მისი სიმამრი? რა თქმა უნდა. ვირეშმაკობის ხანა სრულდება, პასუხისგების პერიოდმა მოგიწიათ, არამზადებო.
“მინდა სამთავრობო მედიებს საჯაროდ დავუსვა კითხვა…” – გივი თარგამაძე
კომენტარები