ლორდთა პალატაში საქართველოს შესახებ დებატების მიმდინარეობისას კონსერვატიული პარტიის წევრმა, ადამ ჰოლოუეიმ განაცხადა:
კანონი უცხოელი აგენტების შესახებ თითქმის სრულად ასახავს იმ კანონს, რომელიც მიიღო პუტინმა, სანამ დაიწყებდა ომს უკრაინაში. მაგრამ ამას საქართველოში მოჰყვა მასიური დემონსტრაციები, საპროტესტო აქციები ქუჩებში. ჩემი აზრით, ბრიტანეთის მთავრობამ უნდა განაგრძოს პოლიტიკური თავისუფლების მხარდაჭერა ქართველი ხალხისათვის, რათა რუსეთს არ შეუმსუბუქდეს სანქციები და საქართველო არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების შემსუბუქებაში.
სავარაუდოდ, ამ პრორუსულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ოლიგარქებს. ოლიგარქს არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ კონტროლი დაამყაროს ქვეყანაზე ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით.
კომენტარები