“ქართული ოცნების” შტაბში დესტრუქციული ძალების საიდუმლო შეკრება იყო – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამჯერად დესტრუქციული ძალების გააქტიურება დაიწყეს.
ზუგდიდში, გამსახურდიას 41 – ოცნების საიდუმლო შტაბში, დესტრუქციული ძალები – დალი ლატარიები, მადონა და როლანდ მაქაცარიები და ა. შ. – იკრიბებიან. (ყველა ეს ადამიანი ჩვენი ოფისების დარბევებში მონაწილეობდა, ყველა მათგანი ზუგდიდის მერიაშია დასაქმებული)
სამწუხაროა რომ ამ ყველაფერს შემოსავლების სამსახურის უფროსთან ლევან კაკავასთან ერთად ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ხელმძღვანელობს“ – წერს წითლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები