ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოდით. ყველამ შევხედოთ ყველაფერს ობიექტურად. ჩათვალეთ, მეც ახლა მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკული თვალით ვუყურებ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას და ერთად დავიწყოთ აღქმა რეალობისა!!!
მაშ ასე:
2012 წლის შემდეგ ბაღები დაუბრუნდა ბავშვებს (უგულავას ჰქონდა გაყიდული) და გახდა უფასო, სახელმწიფო იხდის, (უგულავა ჩვენ გვახდევინებდა 60 დან 110 ლარამდე).
წამალს არავის უდებენ (მაქსიმუმ რამდენიმე ფაქტი არსებობს, რომელიც თვითშემოქმედება უფროა, ვიდრე – სისტემური გადაცდომა) – გახსოვთ, რაც ხდებოდა მანამდე?!!!
მიდიხარ საავადმყოფოში და ზუსტად იცი, რომ სახლს არავინ გაგაყიდინებს (გადაუდებელი რაც კი არსებობს, ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა, თუ არ გადაიხდიდი ფულს, კლინიკაში არავინ შეგიშვებდა, რის გამოც უამრავი ადამიანი სახლს, მანქანას და ა.შ ქონებას ბანკში ალომბარდებდა, რის შემდეგაც დაზარალებულნი მას ჰკარგავდნენ).
ახალგაზრდები, რომელთა უდიდეს ნაწილს ჰქონდა ცე-ჰეპატიტი, დაახლოებით 8 დან 14 000 დოლარამდე სჭირდებოდა წამლისთვის, რომელიც მაქსიმუმ 70 % იანი განკურნების საშუალებას იძლეობა და ახლა რა ხდება? სახელმწიფო იხდის წამლების ფულს და თან იმ წამლებისას, რომელიც 100 % იანი განკურნების გარანტიას იძლევა.
ამ ყველაფრის ჩამოთვლა ახლა გამიჭირდება, რადგან ძალიან დიდი სია გამოვა და ამიტომ, ზემოაღნიშნულის გაგრძელებას კორონა ვირუსის გამოჩენის შემდეგ პერიოდსაც დავუკავშირებ და მოვახდენ პარალელის გავლებას რამდენიმე განვითარებულ ქვეყანასთან, ეს ყველაფერი გავაკეთოთ ერთად.
მაშ ასე პანდემიის დროს:
საქართველოს შემოსავლი შემცირდა საგრძნობლად, მსოფლიო ეკონომიკა თითქმის ჩამოიშალა, საქართველოში გაჩერდა თითქმის ყველა ბიზნესი, ადამიანებს გაუქრათ შემოსავალი რომელიც ასევე აისახა ბიუჯეტის შემოსავალშიც, ნუ არ დავკონკრეტდები თქვენც კარგად იცით რა და როგორ იყო და ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა: საუკეთესი შედეგის დადება კორონასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რომელიც, გარდა ჯანმრთელობისა, დაკავშირებულია უდიდეს ხარჯთან (ადამიანთა გადაყვანა სასტუმროებში, კარანტინები, მათი კვება, მათი მკურნალობა და ა.შ).
საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წამითაც არ შეაჩერა, ხელფასების, პენსიების და დახმარებების გადახდა.
საქართველოს ხელისუფლებამ – გამოყო დახმარებები ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ზარალი განიცადა პანდემიის დროს, დაეხმარა ბიზნეს, დაეხმარა ბავშვებს, დამატებითი შემოსავალი გაუჩინა სოფლის მეურნეობას, არ შეუჩერებია არცერთი ოპერაციის დაფინანსება და ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ დასვა წერტილი: მოქალაქეებს, რომლებიც ონკოდაავადებებს ებრძვიან, შესაძლებლობა ექნებათ, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარონ ჯიბიდან გადახდის გარეშე.
ბევრი რამ შეგნებულად არ დავწერე, რომ ადამიანთა გაღიზიანება არ გამოიწვიოს, მე მხოლოდ ის დავწერე რაშიც ვერავინ შემეწინააღმდეგება, ეს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებია? ეს ხომ არის ის, რაც უნდა დავინახოთ და შევაფასოთ?
და ბოლოს: მიუხედავად ამდენი პრობლემისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ გააჩნია ნავთობი და სხვა ,,სიკეთენი”, ყველაზე მაღალსაფეხურიანი კვლევის FITCH- ის შედეგების მიხედვით, ჩვენ, გვაქვს ისევ ის შედეგი ეკონომიკური განვითარებისა, რომელიც გვქონდა პანდემიანდე და ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნების რეიტინგები ბევრად გაუარესდა.
დავინახოთ ის, რაც არის, შევაფასოთ ის, რაც არის და რა თქმა უნდა, მოვითხოვოთ ის, რისი საშუალებაც არის და არა ის, რაც უბრალოდ – გინდათ
მადლობა ყურადღებისთვის.”
კომენტარები