ბლოგერი დავით სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,შუქი რომ ქრებოდა 90-ანებში, არ გახსოვთ ესეთი საუბრები?
“რაღაც ისე ჩაქრა შუქი, კაი ხანს არ მოვაო”
ამას რომ იტყოდა ხოლმე მამაჩემი, მართლა მთელი სამი დღე არ გვქონდა დენი..
სულ მაინტერესებდა როგორ ხვდებოდა ამას
ყველაზე მეტად მიყვარდა, მთელი დღე რომ არ იყო შუქი და უკვე იმედი რომ გადაგეწურებოდა. გულში რომ ფიქრობდი, ამდენ ხანს რომ არ მოვიდა ესეიგი ამაღამაც აღარ მოვაო და უცებ წამით რომ გაიელვებდა შუქი..
ამ დროს ამბობდა ხოლმე მამაჩემი;
“თამაშობს, თამაშობს, ესეიგი მოვაო”
ეს იყო ყველაზე დიდი იმედი და სიხარული ჩემთვის…
ამაზე დიდი ბედნიერება სხვა არ არსებობდა…
პურის რიგში რომ ვიდექი, პარალელურად ნავთის რიგშიც მეჭირა ადგილი.. წინ და უკან დავრბოდი რიგი რომ არ დამეკარგა..
ნავთი რომ გადამესხმებოდა ხელზე, მთელი სხეული მეყინებოდა იმ სიცივეში..
პურსაც ნავთის გემო ქონდა…
ჰოდა ამ ყველაფრის შემქმნელი კაცი მოკვდა.. ძაღლი მიაკვდეს სულში!”
კომენტარები