უფლებადამცველი, ზაზა ჭაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“გეგონებათ შიდა ქართლიდან გატაცებები გვაკლდა და ახლა კახეთიდანაც (ყადორის მთიდანაც) დაიწყეს რუსებმა ქართველების გატაცება!
ამ სახელმწიფოს პატრონი არა ჰყავს? თავმოყვარეობა არა აქვს? შს სამინისტრო, საზღვარი და მესაზღვრე არა ჰყავს? ყველა მხრიდან მიწები, მონასტრები და ტაძრები რატომ მიაქვთ? ყველა კუთხიდან ქართველებს რატომ იტაცებენ? საქართველოს ტერიტორიიდან, კახეთიდან (ყადორიდან) 23 წლის ქართველი რატომ მოიტაცეს? რატომ არ იცავენ სახელმწიფოს საზღვარს. სახელმწიფოს და საზოგადოეწბის წევრთა უსაფრთხოებას? თუ კიდევ უნდა მოკლან ვინმე?”
კომენტარები