„ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა:
“„არ ვიცი, თქვენ რას უსმენთ, მაგრამ ჩვენ ვუსმენთ ევროკავშირი რას გვეუბნება და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ ჩინეთზე ვერ გაივლის. აქ თქვენი ლექციის წაკითხვა არ გვჭირდება ჩვენ ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ განლაგებაზე. დილას რომ იღვიძებთ, CNN-ს ალბათ რთავთ ან NEW YORK TIMES, WASHINGTON POST-ს კითხულობთ, მართლა საიდან იღებთ ინფორმაციას, მაინტერესებს, რომ აქ ბედავთ რომ მოხვიდეთ და გვითხრათ, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩინეთთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება, როდესაც რამდენიმე დღის წინ, პუტინის გვერდზე მდგარმა ჩინეთის ლიდერმა გამოაცხადა, რომ გლობალური მოწყობა, რომელიც უნდა შეიცვალოს, დაინგრეს ეს სისტემა და უნდა შეიქმნას ახალი სისტემა და ამაში ჩინეთი და რუსეთი არიან პარტნიორები, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ქართველ ხალხს.”
კომენტარები