ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:
“ამ ქვეყნის მოსახლეობა იყოფა სამ ნაწილად: პირველს წარმოადგენს არაპროფესიონალი მუქთახორები, მომხვეჭელები, არაფრის მაქნისები. აქედან ზოგი სკამს არის ჩაფრენილი და ცოხნის ქვეყანას, ზოგი ბლატაობს, ზოგი სხვისი ბლატით ჩალიჩობს, ზოგიც წურბელობს. მაგათ სახლის კარებს გარეთ სულ რომ ნაგავში ამოიხრჩოს ყველაფერი, არ აინტერესებთ. მხოლოდ საფრთხე არ შეექმნათ მაგათ საწოვარას და წყალსაც წაუღია ყველაფერი. ამ კატეგორიას არ უნდა დასავლეთი და მისი უნარ ჩვევები, რადგანაც ეს მათთვის გონებრივად მიუწვდომელია. ამის გამო ქმნიან ავტორიტარულ ვერტიკალს და ეფლობიან სიცრუეში, კორუფციაში, რომელიც თავის მხრივ ხრავს ქვეყანას. ებრძვიან ყველაფერს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ასეთ ყოფას, ანუ ებრძვიან დასავლეთს. მაგათი ნავსაყუდელი არის სხვა ავტორიტარული ქვეყნები, მაგალითად რუსეთი და სულ ასეთი მფარველების ძიებაში იმყოფებიან. მეორე კატეგორია პირიქით, სახელმწიფო შემქმნელია, ითხოვს პროფესიონალიზმს ყველაფერში, მზად არის მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში, განვითარებაში, სოც. პირობების გაუმჯობესებაში, ანსხვავებს მტერს და მოყვარეს, ითხოვს წესრიგს და კანონის უზენაესობას. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, მას პირველიც და მეორეც სარზე კიდია და თითქოს არც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. უბრალოდ არსებობენ. ეს წელია გადამწყვეტი.”
კომენტარები