ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი:
„ახლოვდება ახალი წელი და უკვე ბევრგან გამოჩნდა პიროტექნიკაც.
პიროტექნიკის გამოყენება რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, ბევრმა არც იცის. გასულ წელს ახალ წელს 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 20-ზე მეტი ბავშვი დაშავდა პიროტექტნიკით. წინა წელს 110 ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ასე გრძელდება წლებია.
ბევრია უხარისხო ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებებიც და ცალკე პრობლემაა უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაც.
პიროტექნიკა აზიანებს გარემოს და სტრესულად მოქმედებს ცხოველებსა და ფრინველებზე!
ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის დამთრგუნველი ხმაური ასევე იწვევს უბედურ შემთხვევებს.
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰაერში იფრქვევა მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს.
ალბათ დადგა დრო, ხელისუფლებამ ამ საკითხის მოგვარებისკენ გადადგას ნაბიჯები. პიროტექნიკის ასე უკოტროლო შემოტანა და რეალიზაცია საქართველოში უნდა აიკრძალოს და ეს მხოლოდ გარკვეული რეგულაციებით უნდა ხდებოდეს, და რაც მთავარია ამ რეგულაციების აღსრულება უნდა ხდებოდეს, ან საერთოდ უნდა აიკრძალოს ასე გამოყენება! არაერთმა ქვეყანამ უკვე აკრძალა პიროტექნიკის გამოყენება.“
კომენტარები