გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა, 81 წლის გახდებოდა. ვერ მოვახერხე ჩამოსვლა და მის საფლავზე სანთლის დანთება. სამაგიეროდ, გადავწყვიტე, რომ მალე, თბილისში გავჩნდე და კიდევ ერთხელ, მელიქიშვილზე აქცია გავმართო. თუ მოხვალთ, გამაბედნიერებთ, თუ არადა, მარტოც რომ ვიყო, ჩემს ვალს მოვიხდი. ამ საყოველთაო სიყრუეში, გურამ შარაძის სახელს რომ არავინ ახსენებს, მე ჩემსას ვიტყვი. სხვაგვარად, ვერ მოვისვენებ. რასაკვირველია, არჩევნებზეც მივალ და ხმას მივცემ მანიაკი მკვლელის, ჯალათის, ბიუჯეტის ქურდისა და სამშობლოს გამყიდველის წინააღმდეგ! დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ“
კომენტარები