ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ საკლასო ოთახებში სწავლება შესაძლებელი გახდება, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4% 7 დღის განმავლობაში.
“ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის დაკლებული, რაც მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელიც დაიწევს.
დადებითობის მაჩვენებელი როდესაც იქნება 4% 7 დღის ჭრილში, ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება არის შესაძლებელი”,- თქვა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში, არამედ 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ.
სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეეხება იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც სწავლის დაწყების მომენტისთვის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.
კომენტარები