პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის მხრიდან ანექსიის მცედლობად ვერ მიიჩნევს.
ანექსიის მცდელობას, მე, ვერ დავარქმევდი, რა თქმა უნდა, ზოგადად, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ამდენი ხანია, მათ შორის. რისკები არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ/ვხედავდით ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ ვსაუბრობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.
კომენტარები