„ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე:
„რამდენი მტრული განზრახვა იმალება მარტის დღეების ამბოხის უკან. სისხლის ღვრაზეც კი წავიდნენ, ოღონდ პარლამენტს ის კანონი არ მიეღო, რომელიც მტრის ზრახვებს გამოაშკარავებდა.
სისხლისიღვრა სურდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს უსაფრთხოებაზე ვზრუნავდით და გვსურდა ზუსტად ისეთი კანონი მიგვეღო, როგორიც მოქმედებდა ამერიკაში. მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს თავად ამ კანონის ავტორებმა, რატომ? პასუხი მარტივია: – არ სურდათ ქართველ ხალხს გაეგო იმ მალული და მტრული განზრახვით დახარჯული მილიონების შესახებ, რასაც უცხო ქვეყნები და მათი აგენტები ახორციელებენ საქართველოში.
FARA -ს კანონის ანალოგია, რომელიც “ხალხის ძალამ” პარლამენტში წარვადგინეთ, ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდა ყველა მხრიდან და ყველა ქვეყნიდან. სწორედ ეს არ სურდათ, საქართველოს უსაფრთხოების გასაღები მხოლოდ მათ ხელში უნდა იყოს, რომ უკეთ მართონ ჩვენი ქვეყანა, მეტად დამოკიდებულნი გახადონ ქართველი პოლიტიკოსები მათზე და უფრო მარტივად შეძლონ დაუნდობელ ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ვითომ სააკაშვილის ლობიზმის შესახებ, სინამდვილეში შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ. ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნა სერიოზული საერთაშორისო სკანდალია და არ შეიძლება ამ საკითხის უბრალოდ ლობიზმში გატარება. ოფიციალური მონაცემებით ვიგებთ, რომ ამ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ქართველი ოპოზიციონერები, არამედ, ევროპელი პარლამენტარები და თავად ამერიკის საელჩო საქართველოში.
ამ შეთქმულების მონაწილეებმა კეთილი ინებონ და დეტალური ახსნა-განმარტება მისცენ ქართველ ხალხს. არავის დაავიწყდეს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვიცით დასაბუთებული ფაქტებით, ვიდრე თუნდაც ამ მაღალი რანგის დოკუმენტში წერია.“
კომენტარები