ჟურნალისტი, გიორგი მგალობლიშვილი:
“არასდროს მოვერიდები, ჩემი აზრი დავაფიქსირო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით… ასე ვიყავი ადრე, ეხლაც ასე ვარ და გინდ ემწაროს ვინმეს, გინდ ეწყინოს, ასე ვიქნები სულ…
მიზეზთა გამო, თავიდანვე არ მევასებოდა ზელენსკი, მაგრამ ამ დღეებში, უკრაინისთვის ასეთ მძიმე პერიოდში, რომ დაუწყეთ ლანძღვა, ძველი ვიდეოები ამოუქექეთ, პუტინზე მეტად რომ მას აგინებთ, ეს რა მარაზმია?!
ეგ კი არა, ყველამ იცის, რომ სააკაშვილს დასანახად ვერ ვიტანდი მოსვლის დღიდან, თუმცა აგვისტოს ომის დროს, მთელი გულით ვგულშემატკივრობდი მის თამამ ნაბიჯს (მაგ დროს სხვა ემოცია უბრალოდ არ მესმის) და თქვენ, ამ შუა ომის დროს რას ცინიკოსობთ, რა ადამიანები ხართ?!”
კომენტარები