პარტია “ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი მურმან დუმბაძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებს ტვ პირველთან ეხმაურება და ამბობს:
ყველაზე მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, ეს ხალხი გასაშვებია ხელისუფლებიდან. ამაზე უნდა ვიფიქროთ და ამის ყველაზე კარგი საშუალება კინკლაობა კი არა, ხელის ჩამორთმევაა. დავივიწყოთ წარსული, გუშინდელი და მომავალზე ვიფიქროთ. მე მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ხელი უნდა ჩამოართვას ხაბეიშვილის, ლევანმა ხელი უნდა ჩამოართვას ნიკას, მე ეს უფრო გამიხარდება. თუ თავს ზემოთ ძალა არ არის და ადამიანები პარტიას შექმნიან და ცალკე წავლენ, შედეგი რა დადგება, თორემ წასულები ბევრი მინახავს. ამ გადმოსახედიდან ვხედავ, რომ წასვლით შედეგი არ დგება. მე მიმაჩნია, რომ თუ ნიკა არ წავა, უკეთესი იქნება.
მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. სიები როცა დაიწერება, თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები – კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში, ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან და სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში, არავინ.
პროპორციული არჩევნები ჩავატაროთ მაჟორიტარების გარეშე, მაგრამ ჩავატაროთ რეგიონულ პროპორციული არჩევნები, რომელსაც რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა. ისე, რომ რეგიონებიც იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ნუ მივიღებთ მარტო დედაქალაქის სიებს.”
“ჩვენი სიაში უმრავლესობა უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტარები”– სააკაშვილი
თუ შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს – სააკაშვილი
კომენტარები