ამ სისტემის დედაც – ეს წარწერები გააკეთა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სახლთან მდებარე გვირაბში და ამ გზით აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის დაკავება და გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტა.
ესეც ბიძინას გვირაბი! ეძღვნება შუშანა მაცაბერიძეს კაპეზეზე. ყველგან ნახავთ ამ წარწერებს, – წერს ხოშტარია Facebook-ზე.
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, 5 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამას სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა – პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე “დროას” წევრი, შუშანა მაცაბერიძე დააკავეს.
კომენტარები