ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:
„სოციალური პაკეტის კრიტიკის მორალური უფლება არავის აქვს, რადგან გაჭირვებული ადამიანის დახმარება ყოველთვის მისასალმებელია, თუნდაც ეს პოლიტიკური მოტივებით იყოს ნაკარნახევი.
პრობლემა სხვა რამეშია – ამ თანხების ბაზარზე გამოსვლა, იმ ფონზე, როდესაც ეს არა თუ ეკონომიკური ზრდით არის გამაგრებული, არამედ პირიქით სერიოზული ვარდნა გვაქვს, ბიძგს მისცემს ინფლაციური პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას.
შედეგი – საშუალო ვადიან პერიოდში იგივე ადამიანის კიდევ უფრო გაღარიბება.
თუმცა, მთავარია არჩევნები გადავაგოროთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი“
კომენტარები