„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს:
„სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა, მის მიერ გირგვლიანი მკვლელების შეწყალება და გელაშვილის წამების შეკვეთა იმდენად ცხადი დანაშაულებია, რომ აქამდე სააკაშვილის პატიმრობის უკანონობაზე ლაპარაკს არავინ კადრულობდა. თუმცა, როგორც ჩანს, „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის ავტორებისთვის პოლიტიკური მიზანი ყველანაირ უკადრებელ საშუალებას ამართლებს და მაკკეინის ინსტიტუტმაც ეს უკადრებელი სრულიად თავხედურად იკადრა.
ვხედავთ, რომ ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტის გადასარჩენად კულმინაციას აღწევს. უშუალო ამერიკულ რესურსებთან ერთად, მასში სრულად არიან ჩართული ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, რადიკალიზმის გაღვივება, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, აუცილებელია, ხელისუფლების ყველა შტომ ზეწოლას სათანადოდ უპასუხოს და სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების საშუალება არავის მისცეს”
კომენტარები